---
title: "მუხლი 15. წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში — არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28294-arasamkhedro-alternatiuli-shromiti-samsakhuris-shesakheb/15"
law: "არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ"
article: "15"
identifier: "matsne 28294"
adopted: "1997-10-28"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15. წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში — არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ, მუხლი 15 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28294-arasamkhedro-alternatiuli-shromiti-samsakhuris-shesakheb/15

1. არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეები განისაზღვრება ამ კანონით, ხოლო წახალისებისა და დისციპლინური წარმოების განხორციელების წესები − საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2. არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში წახალისების სახეებია: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება; გ) შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული წახალისების სხვა ღონისძიებების განხორციელება.

3. დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეებია: ა) გაფრთხილება ან/და გაცდენილი დღეების შესაბამისად არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ვადის გახანგრძლივება; ბ) შრომის ანაზღაურების (ხელფასის) 50 პროცენტამდე დაქვითვა ან/და გაცდენილი დღეების შესაბამისად არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ვადის გახანგრძლივება. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3502 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28294-arasamkhedro-alternatiuli-shromiti-samsakhuris-shesakheb/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28294-arasamkhedro-alternatiuli-shromiti-samsakhuris-shesakheb/16.md
