---
title: "მუხლი 16. პასუხისმგებლობის შესახებ ზოგადი დებულებები — არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28294-arasamkhedro-alternatiuli-shromiti-samsakhuris-shesakheb/16"
law: "არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ"
article: "16"
identifier: "matsne 28294"
adopted: "1997-10-28"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16. პასუხისმგებლობის შესახებ ზოგადი დებულებები — არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ, მუხლი 16 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28294-arasamkhedro-alternatiuli-shromiti-samsakhuris-shesakheb/16

1. პირს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის პერიოდში ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათისა და სიმძიმის მიხედვით ეკისრება დისციპლინური, სამოქალაქო ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

2. პირს საპატიო მიზეზის გარეშე გაცდენილი დღეები არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ვადაში არ ჩაეთვლება. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3502 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28294-arasamkhedro-alternatiuli-shromiti-samsakhuris-shesakheb/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28294-arasamkhedro-alternatiuli-shromiti-samsakhuris-shesakheb/17.md
