---
title: "მუხლი 17. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურიდან ვადამდე დათხოვნა ან სამსახურის ვადამდე შეწყვეტა — არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28294-arasamkhedro-alternatiuli-shromiti-samsakhuris-shesakheb/17"
law: "არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ"
article: "17"
identifier: "matsne 28294"
adopted: "1997-10-28"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურიდან ვადამდე დათხოვნა ან სამსახურის ვადამდე შეწყვეტა — არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ, მუხლი 17 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28294-arasamkhedro-alternatiuli-shromiti-samsakhuris-shesakheb/17

1. პირი, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს, შეიძლება ამ სამსახურიდან ვადამდე იქნეს დათხოვნილი იმ მიზეზით, რომლითაც, თავდაცვის კოდექსის შესაბამისად, ვადამდე დაითხოვება პირი წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურიდან.

2. პირი, მათ შორის, 27 წელს მიღწეული პირი, შეიძლება საკუთარი სურვილით, პირადი განცხადების საფუძველზე არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურიდან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში იქნეს გადაყვანილი.

3. პირს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურიდან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გადაყვანისას არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლილი ვადა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადაში არ ჩაეთვლება.

4. პირის არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურიდან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გადაყვანის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4962 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2014 წლის 29 ივლისის კანონი №2557 - ვებგვერდი, 08.08.2014წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1255 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3502 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №714 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28294-arasamkhedro-alternatiuli-shromiti-samsakhuris-shesakheb/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28294-arasamkhedro-alternatiuli-shromiti-samsakhuris-shesakheb/18.md
