---
title: "მუხლი 18¹. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის დეპარტამენტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებანი — არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28294-arasamkhedro-alternatiuli-shromiti-samsakhuris-shesakheb/18-1"
law: "არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ"
article: "18^1"
identifier: "matsne 28294"
adopted: "1997-10-28"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18¹. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის დეპარტამენტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებანი — არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ, მუხლი 18¹ (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28294-arasamkhedro-alternatiuli-shromiti-samsakhuris-shesakheb/18-1

1. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის დეპარტამენტი ლიკვიდირებულ იქნეს.

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის დეპარტამენტის სალიკვიდაციო კომისიის შექმნა და განახორციელოს ლიკვიდაციისათვის საჭირო ღონისძიებები.

3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ განსაზღვროს ლიკვიდირებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის დეპარტამენტის უფლებამონაცვლე. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4304 - სსმ I, №51, 31.12.2006 წ., მუხ.412

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28294-arasamkhedro-alternatiuli-shromiti-samsakhuris-shesakheb/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28294-arasamkhedro-alternatiuli-shromiti-samsakhuris-shesakheb/18-2.md
