---
title: "მუხლი 21. მისაღები ნორმატიული აქტების ნუსხა — არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28294-arasamkhedro-alternatiuli-shromiti-samsakhuris-shesakheb/21"
law: "არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ"
article: "21"
identifier: "matsne 28294"
adopted: "1997-10-28"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21. მისაღები ნორმატიული აქტების ნუსხა — არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ, მუხლი 21 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28294-arasamkhedro-alternatiuli-shromiti-samsakhuris-shesakheb/21

1. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, 1998 წლის 1 იანვრამდე დაამტკიცოს: ა) მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის დებულება და შემადგენლობა; ბ) არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის დებულება.

2. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილი სამინისტროს განსაზღვრა.

3. უფლებამოსილმა სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების გამოცემა ამ კანონთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული აქტების გამოცემამდე მოქმედ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს შეუნარჩუნდეს იურიდიული ძალა. საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №644 - სსმ I, №49, 18.12.2000 წ., მუხ.139 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4962 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს პრეზიდენტი    ედუარდ შევარდნაძე თბილისი, 1997 წლის 28 ოქტომბერი. №1012–Iს

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28294-arasamkhedro-alternatiuli-shromiti-samsakhuris-shesakheb/20.md
