---
title: "მუხლი 6. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ვადა და უფლებამოსილი სამინისტრო — არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28294-arasamkhedro-alternatiuli-shromiti-samsakhuris-shesakheb/6"
law: "არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 28294"
adopted: "1997-10-28"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ვადა და უფლებამოსილი სამინისტრო — არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28294-arasamkhedro-alternatiuli-shromiti-samsakhuris-shesakheb/6

1. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ვადა 11 თვეა.

2. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ვადის დასაწყისად ითვლება შესაბამისი მინისტრის ბრძანებაში მითითებული თარიღი.

3. პირთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებულ საკითხებს კოორდინაციას უწევს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული უფლებამოსილი სამინისტრო, ხოლო აღნიშნული სამინისტროს ხელმძღვანელი არის ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი მინისტრი. საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №644 - სსმ I, №49, 18.12.2000 წ., მუხ.139 საქართველოს 2002 წლის 18 მაისის კანონი №1468 - სსმ I, №15, 03.06.2002 წ., მუხ.65 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4962 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3502 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. თავი II. სამხედრო სამსახურის არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურით შეცვლის თანამიმდევრობა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28294-arasamkhedro-alternatiuli-shromiti-samsakhuris-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28294-arasamkhedro-alternatiuli-shromiti-samsakhuris-shesakheb/7.md
