---
title: "მუხლი 100. განთავისუფლება ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო — საჯარო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/100"
law: "საჯარო სამსახურის შესახებ"
article: "100"
identifier: "1022"
adopted: "1997-10-31"
consolidated_as_of: "2017-07-21"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2017-07-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 100. განთავისუფლება ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო — საჯარო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2017-07-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2017-07-01.
> Cite as: საჯარო სამსახურის შესახებ, მუხლი 100 (consolidated as of 2017-07-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/100

1. მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან ავადმყოფობის ან დასახიჩრების გამო სამსახურში ზედიზედ ოთხი თვის, ან კალენდარული წლის მანძილზე ექვსი თვის გამოუცხადებლობის გამო.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან მხოლოდ დროებითი შრომისუუნარობის ფურცლის მოქმედების პერიოდში.

3. იმ მოხელის სამსახურებრივი ურთიერთობა, რომელიც სამსახურთან დაკავშირებით გახდა დროებით შრომისუუნარო, შეჩერდება მისი გამოჯანმრთელების ან ინვალიდობის დადგენამდე და მას უნარჩუნდება თავისი თანამდებობა.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მოხელე თავისუფლდება სამსახურიდან შესაბამის დოკუმენტში (განთავისუფლების შესახებ) მითითებული დღიდან.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/99.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/101.md
