---
title: "მუხლი 105. განთავისუფლება სხვა დაწესებულებაში გადასვლასთან დაკავშირებით — საჯარო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/105"
law: "საჯარო სამსახურის შესახებ"
article: "105"
identifier: "1022"
adopted: "1997-10-31"
consolidated_as_of: "2017-07-21"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2017-07-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 105. განთავისუფლება სხვა დაწესებულებაში გადასვლასთან დაკავშირებით — საჯარო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2017-07-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2017-07-01.
> Cite as: საჯარო სამსახურის შესახებ, მუხლი 105 (consolidated as of 2017-07-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/105

1. მოხელე თანამდებობიდან თავისუფლდება, თუ იგი აირჩიეს ან დანიშნეს სხვა დაწესებულებაში თანამდებობაზე, გარდა შემთხვევისა, როდესაც იგი ირჩევა ან ინიშნება სახელმწიფოს მონაწილეობით შექმნილი საწარმოს მართვისა და ზედამხედველობის ორგანოს წევრად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მოხელე თანამდებობიდან თავისუფლდება სხვა თანამდებობაზე არჩევის ან დანიშვნის დღეს.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე განთავისუფლებული სახელმწიფო მოსამსახურე, თუ იგი აირჩიეს ან დანიშნეს სხვა შესაბამის სახელმწიფო თანამდებობაზე, არ წყვეტს სამსახურებრივ ურთიერთობას სახელმწიფოსთან.

4. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე განთავისუფლებული ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე აირჩიეს ან დანიშნეს ამავე ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში სხვა თანამდებობაზე, იგი არ წყვეტს სამსახურებრივ ურთიერთობას ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ერთეულთან.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/104.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/106.md
