---
title: "მუხლი 111. სამსახურიდან განთავისუფლების შეზღუდვა გარკვეული პერიოდის მიხედვით — საჯარო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/111"
law: "საჯარო სამსახურის შესახებ"
article: "111"
identifier: "1022"
adopted: "1997-10-31"
consolidated_as_of: "2017-07-21"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2017-07-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 111. სამსახურიდან განთავისუფლების შეზღუდვა გარკვეული პერიოდის მიხედვით — საჯარო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2017-07-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2017-07-01.
> Cite as: საჯარო სამსახურის შესახებ, მუხლი 111 (consolidated as of 2017-07-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/111

1. მოხელე
არ
შეიძლება
განთავისუფლებულ
იქნეს
სამსახურიდან
შტატების
შემცირების
ან
ატესტაციის
შედეგების
გამო
იმ
დროის
განმავლობაში
,
როდესაც
მისი
სამსახურებრივი
ურთიერთობები
შეჩერებულია
:
ანაზღაურებად
შვებულებაში
ყოფნისას
;
სავალდებულო
სამხედრო
სამსახურში
გაწვევის
,
სასწავლო
შეკრების
,
რეზერვისტთა
მობილიზაციის
დროს
;
საპრეზიდენტო
ან
წარმომადგენლობითი
ორგანოების
არჩევნებში
კანდიდატად
წამოყენებისას
,
გარდა
კანონით
გათვალისწინებული
შემთხვევებისა
.

2. მოხელე (ქალი) არ შეიძლება განთავისუფლდეს სამსახურიდან ორსულობის ან ბავშვის 3 წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში შტატების შემცირების, ხანგრძლივი შრომისუუნარობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის, აგრეთვე ატესტაციის შედეგების გამო
.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული სამსახურიდან განთავისუფლების შეზღუდვები არ ვრცელდება
ამ კანონის 30-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ პირებზე.
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2470-სსმI, №56, 28.12.2005წ., მუხ.411
საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4137-სსმI,№76,29.12.2010წ.,მუხ.510
საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი №
3
58
– ვებგვერდი, 02.04.2013წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/110.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/112.md
