---
title: "მუხლი 127. დავის გადაწყვეტა სასამართლო წესით — საჯარო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/127"
law: "საჯარო სამსახურის შესახებ"
article: "127"
identifier: "1022"
adopted: "1997-10-31"
consolidated_as_of: "2017-07-21"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2017-07-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 127. დავის გადაწყვეტა სასამართლო წესით — საჯარო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2017-07-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2017-07-01.
> Cite as: საჯარო სამსახურის შესახებ, მუხლი 127 (consolidated as of 2017-07-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/127

1. მოხელეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აგრეთვე მოქმედება.

2. დამხმარე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურებრივი დავის გადასაწყვეტად მიმართოს სასამართლოს ერთი თვის ვადაში.

2¹. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადა აითვლება კანონმდებლობით დადგენილი წესით აქტის გაცნობიდან.

2². სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ადმინისტრაციული აქტის თაობაზე პირის მიერ სარჩელის წარდგენა არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას.

3. მოხელეს შეუძლია სასამართლოში მოითხოვოს ბრძანების, განკარგულების, გადაწყვეტილების ან მოქმედების ნაწილობრივ ან მთლიანად არაკანონიერად აღიარება.

4. აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში წარმოშობილი სამსახურებრივი დავა განიხილება და წყდება
„აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის
საფუძველზე.

5. სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი უარს ამბობს აღდგენაზე.

6. სასამართლოს
მიერ
სამსახურიდან
განთავისუფლებაზე
ან
გადაყვანაზე
გაცემული
ბრძანების
,
განკარგულების
ან
გადაწყვეტილების
ბათილად
ცნობა
არ
იწვევს
მოხელის
სამსახურში
დაუყოვნებლივ
აღდგენას
,
თუ
,
სასამართლო
გადაწყვეტილების
შესაბამისად
,
დაწესებულება
ვალდებულია
ახალი
ბრძანება
,
განკარგულება
ან
გადაწყვეტილება
გამოსცეს
სამსახურიდან
განთავისუფლებასთან
ან
გადაყვანასთან
დაკავშირებულ
გარემოებათა
გამოკვლევისა
და
შეფასების
შემდეგ
.
მოხელის
მიერ
მოთხოვნილი
განაცდური ხელფასი
ამ
კანონის
112-
ე
მუხლით
დადგენილი
ოდენობით
ანაზღაურდება
მხოლოდ
იმ
შემთხვევაში
,
თუ
დაწესებულებ
ა
მოხელე
ს
აღ
ა
დგე
ნს
სამსახურში
.
სხვა
შემთხვევაში
განაცდური ხელფასი
არ
ანაზღაურდება
.
(არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი)
-
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
2017
წლის 21
ივლისის
გადაწყვეტილება №2/4/735
­–
ვებგვერდი,
01.08.2017წ.
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1802-სსმI, №36, 11.07.2005წ., მუხ.241
საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4650 - ვებგვერდი,13.05.2011წ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
2017
წლის 21
ივლისის
გადაწყვეტილება №2/4/735
­–
ვებგვერდი,
01.08.2017წ.
თავი XV. სახელმწიფო პოლიტიკა სამსახურის სფეროში

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/126.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/128.md
