---
title: "მუხლი 128¹. საჯარო სამსახურის საბჭო — საჯარო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/128-1"
law: "საჯარო სამსახურის შესახებ"
article: "128^1"
identifier: "1022"
adopted: "1997-10-31"
consolidated_as_of: "2017-07-21"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2017-07-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 128¹. საჯარო სამსახურის საბჭო — საჯარო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2017-07-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2017-07-01.
> Cite as: საჯარო სამსახურის შესახებ, მუხლი 128¹ (consolidated as of 2017-07-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/128-1

1. საჯარო სამსახურის საბჭო არის საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანო.

2. საჯარო სამსახურის საბჭოს თავმჯდომარე არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საჯარო სამსახურის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე არის საქართველოს მთავრობის ის წევრი, რომელსაც ეკისრება პირველი ვიცე-პრემიერის მოვალეობების შესრულება.

3. საჯარო სამსახურის საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, მისი მოადგილის, საბჭოს მდივნის, საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სამ-სამი წარმომადგენლისაგან. საბჭოს მდივანს და საბჭოს სხვა წევრებს ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

4. საჯარო სამსახურის საბჭოს მდივანი იმავდროულად არის საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი.

5. საჯარო სამსახურის საბჭოს დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა
.
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №200, სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.86
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2945-სსმI, №15, 16.05.2006წ., მუხ.98
​
​
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის
კანონი №1262
– ვებგვერდი, 08.10.2013წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/128.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/129.md
