---
title: "მუხლი 128. სამსახურის ორგანოები — საჯარო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/128"
law: "საჯარო სამსახურის შესახებ"
article: "128"
identifier: "1022"
adopted: "1997-10-31"
consolidated_as_of: "2017-07-21"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2017-07-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 128. სამსახურის ორგანოები — საჯარო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2017-07-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2017-07-01.
> Cite as: საჯარო სამსახურის შესახებ, მუხლი 128 (consolidated as of 2017-07-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/128

1. სახელმწიფო პოლიტიკას სამსახურის სფეროში განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი.

2. საჯარო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების, საჯარო სამსახურთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაციისა და საჯარო სამსახურის სფეროში კანონით განსაზღვრულ სხვა საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მომზადების მიზნით საქართველოს მთავრობასთან იქმნება საჯარო სამსახურის საბჭო.
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №200, სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.86
​
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის
კანონი №1262
– ვებგვერდი, 08.10.2013წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/127.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/128-1.md
