---
title: "მუხლი 13. საჯარო სამსახურის ძირითადი პრინციპები — საჯარო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/13"
law: "საჯარო სამსახურის შესახებ"
article: "13"
identifier: "1022"
adopted: "1997-10-31"
consolidated_as_of: "2017-07-21"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2017-07-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13. საჯარო სამსახურის ძირითადი პრინციპები — საჯარო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2017-07-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2017-07-01.
> Cite as: საჯარო სამსახურის შესახებ, მუხლი 13 (consolidated as of 2017-07-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/13

საქართველოში საჯარო სამსახურის ძირითადი პრინციპებია:
ა) საქართველოს სახელმწიფოსა და ხალხის ერთგულება;
ბ)
საქართველოს კონსტიტუციისა
და კანონების უზენაესობის დაცვა მოსამსახურეთა მიერ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;
გ) ადამიანისა და მოქალაქის უფლებების, თავისუფლებების და ღირსების პატივისცემა;
დ) საქართველოს მოქალაქეთათვის საჯარო სამსახურის თანაბარი ხელმისაწვდომობა მათი უნარისა და პროფესიული მომზადების შესაბამისად;
ე) მოსამსახურეთა პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობა;
ვ) საქვეყნოობა;
ზ) საჯარო სამსახურის უპარტიობა და საერო ხასიათი;
თ) მოსამსახურეთა კადრების სტაბილურობა;
ი) მოსამსახურის ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი დაცვა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/14.md
