---
title: "მუხლი 130. საჯარო სამსახურის ბიუროს ფუნქციები — საჯარო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/130"
law: "საჯარო სამსახურის შესახებ"
article: "130"
identifier: "1022"
adopted: "1997-10-31"
consolidated_as_of: "2017-07-21"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2017-07-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 130. საჯარო სამსახურის ბიუროს ფუნქციები — საჯარო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2017-07-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2017-07-01.
> Cite as: საჯარო სამსახურის შესახებ, მუხლი 130 (consolidated as of 2017-07-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/130

1. საჯარო სამსახურის ბიუროს ფუნქციები განისაზღვრება ამ კანონით და
„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით
.

2. საჯარო სამსახურის ბიურო:
ა) შეისწავლის და აანალიზებს საჯარო სამსახურის სფეროში არსებულ მდგომარეობას, შესაბამისი ნორმატიული აქტების შესრულებას და საქართველოს მთავრობას წარუდგენს მოხსენებას;
ბ) კოორდინაციასა და მეთოდურ დახმარებას უწევს საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის პროცესებს, საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საქმეს;
გ) კოორდინაციას უწევს სახელმწიფო ორგანოთა (დაწესებულებათა) საკადრო სამსახურების მუშაობას;
დ) საჯარო სამსახურის მართვის სრულყოფის მიზნით შეისწავლის და განაზოგადებს საჯარო სამსახურის სფეროში სხვა სახელმწიფოთა გამოცდილებას და თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №200, სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.86
საქართველოს 2009 წლის 12 ივნისის კანონი №1178-სსმI, №12, 29.06.2009წ., მუხ.52
​
​
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის
კანონი №1262
– ვებგვერდი, 08.10.2013წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/129.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/131.md
