---
title: "მუხლი 17. პირი, რომელიც არ მიიღება საჯარო სამსახურში — საჯარო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/17"
law: "საჯარო სამსახურის შესახებ"
article: "17"
identifier: "1022"
adopted: "1997-10-31"
consolidated_as_of: "2017-07-21"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2017-07-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17. პირი, რომელიც არ მიიღება საჯარო სამსახურში — საჯარო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2017-07-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2017-07-01.
> Cite as: საჯარო სამსახურის შესახებ, მუხლი 17 (consolidated as of 2017-07-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/17

საჯარო სამსახურში არ მიიღება პირი, თუ იგი:
ა) ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი არა აქვს ნასამართლობა;
ბ) იმყოფება
გამოძიების ქვეშ ან
პატიმრობაში;
(ძალადაკარგულია)
-
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება №2/1/572 - ვებგვერდი, 12.08.2015წ.
გ) სასამართლომ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
დ) სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;
ე) სამედიცინო დასკვნის თანახმად მისი ჯანმრთელობა არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს;
ვ) თანამდებობის დაკავების შედეგად უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით უკავშირდება მშობელს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს ან მეუღლის დას, ძმას, მშობელს;
ზ) არის უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი, კანონით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისის გარდა.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619-სსმI, №51, 29.09.2010წ., მუხ.332
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3366 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება №2/1/572 - ვებგვერდი, 12.08.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/16-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/18.md
