---
title: "მუხლი 19. დამატებითი მოთხოვნები სამსახურში მისაღებად — საჯარო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/19"
law: "საჯარო სამსახურის შესახებ"
article: "19"
identifier: "1022"
adopted: "1997-10-31"
consolidated_as_of: "2017-07-21"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2017-07-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 19. დამატებითი მოთხოვნები სამსახურში მისაღებად — საჯარო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2017-07-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2017-07-01.
> Cite as: საჯარო სამსახურის შესახებ, მუხლი 19 (consolidated as of 2017-07-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/19

1. სამსახურში მიღებასთან დაკავშირებული დამატებითი მოთხოვნები დგინდება კანონით ან მის საფუძველზე. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები შეიძლება შემოიღოს დაწესებულების ხელმძღვანელმა (დაწესებულებამ) ან ზემდგომმა უფროსმა.

2. დაწესებულების რეორგანიზაციისას, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება, მოხელის კვალიფიკაციის დასადგენად დაწესებულების ხელმძღვანელმა (დაწესებულებამ) შეიძლება შემოიღოს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები ნორმატიული აქტით.

3. საკვალიფიკაციო მოთხოვნები დგინდება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ნორმატიული აქტების მიღების (გამოცემის) უფლების მქონე შესაბამისი დაწესებულების (მისი ხელმძღვანელის) ნორმატიული აქტით. საქართველოს პარლამენტის აპარატის შემთხვევაში დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დგინდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტით. მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის შემთხვევაში დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დგინდება გამგებლის/მერის სამართლებრივი აქტით, ხოლო მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შემთხვევაში – მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტით.
საქართველოს 2000 წლის 13 ივნისის კანონი №367-სსმI, №23, 23.06.2000წ., მუხ.58
საქართველოს 2010 წლის 29 ივნისის კანონი №3204-სსმI, №34, 09.07.2010წ., მუხ.204
საქართველოს 2010 წლის 26 ოქტომბრის კანონი №3764-სსმI, №62, 05.11.2010წ., მუხ.397
საქართველოს 2015 წლის 22
ივლისის კანონი
№4089
- ვებგვერდი, 04.08.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/20.md
