---
title: "მუხლი 2. სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულების ცნება — საჯარო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/2"
law: "საჯარო სამსახურის შესახებ"
article: "2"
identifier: "1022"
adopted: "1997-10-31"
consolidated_as_of: "2017-07-21"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2017-07-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულების ცნება — საჯარო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2017-07-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2017-07-01.
> Cite as: საჯარო სამსახურის შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2017-07-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/2

1. სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულება (შემდგომში – დაწესებულება) არის სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით შექმნილი და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება, რომლის ძირითადი ამოცანა საჯარო ხელისუფლების განხორციელებაა.

2. სახელმწიფო დაწესებულებებს, რომლებში საქმიანობაც ითვლება საჯარო სამსახურად, წარმოადგენენ:
ა
)
საქართველოს პარლამენტი
,
გარდა
საქართველოს
პარლამენტის
ფრაქციათა
,
დროებითი
საგამოძიებო
კომისიისა
და
სხვა
დროებითი
კომისიის
აპარატებისა
;
ა
1
)
საქართველოს
პრეზიდენტის
ადმინისტრაცია
;
ბ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს სამინისტროები და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები;
ბ
1
) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური;
გ
)
საქართველოს
იუსტიციის
საბჭო
;
დ
)
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, საერთო სასამართლოები
,
საქართველოს
პროკურატურა
;
ე
)
საქართველოს ეროვნული ბანკი;
ვ) სახელმწიფო აუდიტის სამსახური;
ზ
)
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი და სააგენტოები;
თ) სახელმწიფო
რწმუნებული
–
გუბერნატორი
და
მისი
ადმინისტრაცია
;
ი
)
(ამოღებულია);
კ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი.

3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო დაწესებულებებს, რომლებში საქმიანობაც ითვლება საჯარო სამსახურად, წარმოადგენენ:
ა
)
აფხაზეთისა
და
აჭარის
ავტონომიური
რესპუბლიკების
უმაღლესი
წარმომადგენლობითი
ორგანოები
,
გარდა
ამ
ორგანოების
ფრაქციათა
აპარატებისა
;
ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები
;
გ
)
(ამოღებულია).

4. ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებს, რომლებში საქმიანობაც ითვლება საჯარო სამსახურად, წარმოადგენენ:
ა) საკრებულო;
ბ) გამგეობა, მერია;
გ) მუნიციპალიტეტი.
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №1983-სსმI, №20(27), 09.06.1999წ., მუხ.80
საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონი №91-სსმI, №52(59), 31.12.1999წ., მუხ.253
საქართველოს 2000 წლის 7 მარტის კანონი №190, სსმI, №8, 15.03.2000წ., მუხ.18
საქართველოს 2000 წლის 16 მარტის კანონი №303, სსმI, №21, 01.06.2000წ., მუხ.56
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2945-სსმI, №15, 16.05.2006წ.,მუხ.98
საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3653-სსმI, №44, 27.11.2006წ., მუხ.301
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5248-სსმI, №29, 27.07.2007წ., მუხ.311
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №216-სსმI, №17, 28.07.2008წ., მუხ.132
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2462-სსმI, №49, 30.12.2009წ., მუხ.374
საქართველოს 2010 წლის 29 ივნისის კანონი №3204-სსმI, №34, 09.07.2010წ., მუხ.204
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 – ვებგვერდი, 29.06.2012წ.
საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2363 - ვებგვერდი, 16.05.2014წ.
საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2641 – ვებგვერდი, 18.08.2014წ.
საქართველოს 2015 წლის
8
ივლისის კანონი
№3953
- ვებგვერდი, 15.07.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/3.md
