---
title: "მუხლი 24. მოხელის გამოსაცდელი ვადა — საჯარო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/24"
law: "საჯარო სამსახურის შესახებ"
article: "24"
identifier: "1022"
adopted: "1997-10-31"
consolidated_as_of: "2017-07-21"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2017-07-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24. მოხელის გამოსაცდელი ვადა — საჯარო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2017-07-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2017-07-01.
> Cite as: საჯარო სამსახურის შესახებ, მუხლი 24 (consolidated as of 2017-07-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/24

1. პირს, რომელსაც მოხელის სამსახურში მიღების უფლება აქვს, შეუძლია მოხელის თანამდებობაზე დანიშვნისას გამოიყენოს გამოსაცდელი ვადა არა უმეტეს 6 თვისა, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოწმდება მოხელის პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობების და პირადი თვისებების შესაბამისობა დაკავებულ თანამდებობასთან. არადამაკმაყოფილებელი შედეგების შემთხვევაში მოხელე შეიძლება განთავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ამ კანონით დადგენილი წესით.

3. გამოსაცდელ ვადაში არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობის და სხვა საპატიო მიზეზის გამო გაცდენილი დრო. გამოსაცდელი ვადა ჩაითვლება შრომით სტაჟში.

4. გამოსაცდელი ვადა არ გამოიყენება:
ა) პრეზიდენტის მიერ დანიშნული მოხელის მიმართ;
ბ) პარლამენტის მიერ არჩეული ან დანიშნული მოხელის მიმართ;
ბ
1
)
პარლამენტის
თავმჯდომარის
მიერ
დანიშნული
მოხელის
მიმართ
;
ბ
2
)
პრემიერ
-
მინისტრის
მიერ
დანიშნული
მოხელის
მიმართ
;
ბ
3
)
აფხაზეთისა
და
აჭარის
ავტონომიური
რესპუბლიკების
უმაღლესი
წარმომადგენლობითი
ორგანოების
მიერ
არჩეულ
მოხელეთა
მიმართ
;
გ)
(ამოღებულია – 29.06.2012, №6611)
.
დ)
(ამოღებულია – 29.06.2012, №6611)
.
ე) დროებით არმყოფი მოხელის შემცვლელად ან მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნისას.
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2470-სსმI, №56, 28.12.2005წ., მუხ.411
საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3653-სსმI, №44, 27.11.2006წ., მუხ.301
საქართველოს 2012 წლის 29 ივნისის კანონი №6611 – ვებგვერდი, 12.07.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/25.md
