---
title: "მუხლი 25. საჯარო სამსახურში მიღებისას წარსადგენი დოკუმენტები — საჯარო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/25"
law: "საჯარო სამსახურის შესახებ"
article: "25"
identifier: "1022"
adopted: "1997-10-31"
consolidated_as_of: "2017-07-21"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2017-07-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 25. საჯარო სამსახურში მიღებისას წარსადგენი დოკუმენტები — საჯარო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2017-07-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2017-07-01.
> Cite as: საჯარო სამსახურის შესახებ, მუხლი 25 (consolidated as of 2017-07-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/25

1. სამსახურში მიღების მსურველმა თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს უნდა წარუდგინოს:
ა) განცხადება;
ბ
)
Curriculum Vitae (CV);
გ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობა;
დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა, ხოლო
„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებულმა პირმა – ნარკოლოგიური მომსახურების მიმწოდებელი ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I და II სიაში შეტანილი ნივთიერებების მიმართ დამოკიდებულების ნიშნებისა და ამ ნივთიერებათა ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების ფაქტის არარსებობა;
ვ)
(ამოღებულია);
ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები.

2. ამ დოკუმენტების წარუდგენლობა შეიძლება გახდეს პირის სამსახურში მიღებაზე უარის საფუძველი.
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4260-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.420
საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2222-სსმI, №45, 21.12.2009წ., მუხ.322
საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4122-სსმI,№76,29.12.2010წ.,მუხ.507
საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4676 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6247 – ვებგვერდი, 08.06.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 22 მარტის კანონი №
3
86
– ვებგვერდი, 03.04.2013წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/24.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/26.md
