---
title: "მუხლი 30. თანამდებობაზე უკონკურსოდ დანიშვნა — საჯარო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/30"
law: "საჯარო სამსახურის შესახებ"
article: "30"
identifier: "1022"
adopted: "1997-10-31"
consolidated_as_of: "2017-07-21"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2017-07-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 30. თანამდებობაზე უკონკურსოდ დანიშვნა — საჯარო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2017-07-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2017-07-01.
> Cite as: საჯარო სამსახურის შესახებ, მუხლი 30 (consolidated as of 2017-07-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/30

1. თანამდებობაზე უკონკურსოდ შეიძლება დაინიშნო
ნ
:
ა) საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ თანამდებობაზე დასანიშნი ან ასარჩევი მოხელე
ები
;
ბ) აფხაზეთის
ა და
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
ები
ს მიერ ასარჩევი მოხელე
ები
;
გ) მინისტრის მოადგილე
ები
, თანაშემწე
ები,
მრჩევლ
ებ
ი;
დ) პირები, რომლებიც დანიშნული არიან თანამდებობის პირის (ორგანოს) უფლებამოსილების ვადით;
ე) თანამდებობაზე დროებით შემცვლელ
ებ
ი;
ვ)
დროებით მოვალეობის შემსრულებლ
ებ
ი იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს;
ზ
)
მოხელეები
–
სამსახურებრივი
დაწინაურების
შემთხვევაში
;
თ) მოხელეები – იმავე  დაწესებულების სხვა სტრუქტურულ ერთეულში გადაყვანისას, თუ მათ მიერ კონკურსის წესით დაკავებული თანამდებობისა და დასაკავებელი თანამდებობისათვის ერთი და იგივე საკონკურსო მოთხოვნებია წაყენებული.

2. დროებით მოვალეობის შემსრულებელი
„
საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ
“
საქართველოს კანონის მე-2 მუხლით
გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს, შეიძლება დაინიშნოს არა უმეტეს 1 წლის ვადით, ხოლო კონკურსის წესით შესავსებ სხვა
თანამდებობაზე – არა უმეტეს 3 თვის ვადით. ი
მა
ვე თანამდებობაზე განმეორებით დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა დაუშვებელია.

3. ამ
მუხლის
პირველი
პუნქტის
„
თ
“
ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ
შემთხვევაში
,
მოხელის
წერილობითი
თანხმობით
,
დასაკავებელ
თანამდებობაზე
მისი
წარდგენის
უფლება
აქვს
დაწესებულების
იმ
სტრუქტურული
ერთეულის
ხელმძღვანელს
,
სადაც
ხდება
ამ
მოხელის
გადაყვანა
.
საქართველოს 2006 წლის 14 აპრილის კანონი №2884-სსმI, №11, 01.05.2006წ., მუხ.80
საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3653-სსმI, №44, 27.11.2006წ., მუხ.301
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3549-სსმI, №46, 04.08.2010წ., მუხ.296
საქართველოს 2012 წლის 29 ივნისის კანონი №6611 – ვებგვერდი, 12.07.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 2
1
დეკემბრის კანონი №143 - ვებგვერდი,
30
.12.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 22 მარტის კანონი №
3
86
– ვებგვერდი, 03.04.2013წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/29.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/31.md
