---
title: "მუხლი 31. კონკურსის გამოცხადება — საჯარო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/31"
law: "საჯარო სამსახურის შესახებ"
article: "31"
identifier: "1022"
adopted: "1997-10-31"
consolidated_as_of: "2017-07-21"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2017-07-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 31. კონკურსის გამოცხადება — საჯარო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2017-07-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2017-07-01.
> Cite as: საჯარო სამსახურის შესახებ, მუხლი 31 (consolidated as of 2017-07-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/31

1. საჯარო კონკურსს მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად შესაბამისი სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულება აცხადებს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის
მეშვეობით
.
ამასთანავე, კანდიდატს განცხადების წარსადგენად ეძლევა არანაკლებ 10-დღიანი ვადა კონკურსის გამოცხადების დღიდან. კონკურსის გამოცხადების დღედ ითვლება ბოლო გამოცხადების მომენტი.

2. კონკურსის შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს მაინც:
ა) სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულების და კონკურსის წესით შესავსები თანამდებობის დასახელებები;
ბ) კანდიდატის მიმართ წაყენებული მოთხოვნები;
გ) შესასრულებელი სამუშაო;
დ) თანამდებობრივი სარგოს ოდენობა;
ე) განცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადა;
ვ) შესაბამისი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი.
საქართველოს 2009 წლის 12 ივნისის კანონი №1178-სსმI, №12, 29.06.2009წ., მუხ.52
საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4676 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 29 ივნისის კანონი №6611 – ვებგვერდი, 12.07.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/30.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/32.md
