---
title: "მუხლი 36¹. საკონკურსო-საატესტაციო კომისიები — საჯარო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/36-1"
law: "საჯარო სამსახურის შესახებ"
article: "36^1"
identifier: "1022"
adopted: "1997-10-31"
consolidated_as_of: "2017-07-21"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2017-07-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 36¹. საკონკურსო-საატესტაციო კომისიები — საჯარო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2017-07-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2017-07-01.
> Cite as: საჯარო სამსახურის შესახებ, მუხლი 36¹ (consolidated as of 2017-07-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/36-1

1. მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების უზრუნველ
სა
ყოფ
ად
სახელმწიფო დაწესებულებაში იქმნება შესაბამისი მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისია.

2. მოხელეთა კონკურსსა და ატესტირებას ახორციელებენ შემდეგი საკონკურსო-საატესტაციო კომისიები:
ა) საქართველოს პარლამენტის აპარატის მოხელეთა
საკონკურსო-საატესტაციო
კომისია
−
პარლამენტის აპარატის მოხელეთათვის;
ბ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოხელეთა
საკონკურსო-საატესტაციო
კომისია – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოხელეთათვის;
გ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მოხელეთათვის, ხოლო საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მოხელეთათვის − შესაბამისი საკონკურსო-საატესტაციო კომისია;
დ) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებ
ებ
ის (საქართველოს სამინისტრო, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება) მოხელეთა
საკონკურსო-საატესტაციო
კომისია – შესაბამისი აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების მოხელეთათვის;
ე) სასამართლო დაწესებულებების
(
საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლო, საერთო სასამართლოები) მოხელეთა
საკონკურსო-საატესტაციო
კომისია
−
შესაბამისი სასამართლო დაწესებულების მოხელეთათვის;
ვ) სახელმწიფოს შესაბამისი დაწესებულების მოხელეთა
საკონკურსო-საატესტაციო
კომისია
−
ამ დაწესებულების მოხელეთათვის;
ზ) ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა
საკონკურსო-საატესტაციო
კომისია
−
ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთათვის
.

3. საკონკურსო-საატესტაციო
კომისიის თავმჯდომარეს შეუძლია პროფესიული ან ტერიტორიული პრინციპის მიხედვით შექმნას საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა.
საქართველოს 2012 წლის 29 ივნისის კანონი №6611 – ვებგვერდი, 12.07.2012წ.
საქართველოს 2014
წლის 2
მაისის კანონი №2363 - ვებგვერდი, 16.05.2014წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/36.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/36-2.md
