---
title: "მუხლი 37. შრომითი გასამრჯელო ( ხელფასი ) — საჯარო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/37"
law: "საჯარო სამსახურის შესახებ"
article: "37"
identifier: "1022"
adopted: "1997-10-31"
consolidated_as_of: "2017-07-21"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2017-07-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 37. შრომითი გასამრჯელო ( ხელფასი ) — საჯარო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2017-07-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2017-07-01.
> Cite as: საჯარო სამსახურის შესახებ, მუხლი 37 (consolidated as of 2017-07-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/37

1. ამ კანონის მე-9 მუხლის
საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.

2. სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება აქვს მოხელეს ზეგანაკვეთური მუშაობისა და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, ყოველწლიურად შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ფარგლებში, დადგენილი წესით, საფინანსო წლის განმავლობაში დაუწესოს სხვა დანამატები.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული დანამატი მოსამსახურეს საერთოდ არ ეძლევა ან შეიძლება შეუმცირდეს მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში.

4. მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა გარანტიების დაფინანსების შემცირების საფუძველი.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოსამსახურეს ერიცხება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის კანონი №1248-პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998წ., გვ.29
საქართველოს2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №642-სსმI, №47, 14.12.2000წ., მუხ.132
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2470-სსმI, №56, 28.12.2005წ., მუხ.411
საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2801-სსმI, №14, 30.03.2010წ., მუხ.87

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/36-4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/38.md
