---
title: "მუხლი 45. მოხელის გადაყვანა ჯამრთელობის მდგომარეობის გამო — საჯარო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/45"
law: "საჯარო სამსახურის შესახებ"
article: "45"
identifier: "1022"
adopted: "1997-10-31"
consolidated_as_of: "2017-07-21"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2017-07-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 45. მოხელის გადაყვანა ჯამრთელობის მდგომარეობის გამო — საჯარო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2017-07-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2017-07-01.
> Cite as: საჯარო სამსახურის შესახებ, მუხლი 45 (consolidated as of 2017-07-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/45

მოხელეს, რომლის ჯანმრთელობა სამედიცინო დასკვნის საფუძველზე წინააღმდეგ ნაჩვენებია დაკავებულ თანამდებობაზე სამსახურის გაგრძელებასთან, უფლება ეძლევა იმავე დაწესებულებაში მიიღოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი თანამდებობა, გარდა კონკურსის წესით შესავსები თანამდებობისა. თუ აღნიშნულ დაწესებულებაში არ არის მოხელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი თანამდებობა ან თუ მოხელე ვერ აკმაყოფილებს სხვა მოთხოვნებს, იგი თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან დადგენილი წესის მიხედვით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/44.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/46.md
