---
title: "მუხლი 53. იმ განკარგულებათა შესრულება, რომლებიც არ უკავშირდება სამსახურის ადგილს — საჯარო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/53"
law: "საჯარო სამსახურის შესახებ"
article: "53"
identifier: "1022"
adopted: "1997-10-31"
consolidated_as_of: "2017-07-21"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2017-07-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 53. იმ განკარგულებათა შესრულება, რომლებიც არ უკავშირდება სამსახურის ადგილს — საჯარო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2017-07-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2017-07-01.
> Cite as: საჯარო სამსახურის შესახებ, მუხლი 53 (consolidated as of 2017-07-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/53

1. მოსამსახურე ვალდებულია შეასრულოს პირადი უფროსის ან დაწესებულების ხელმძღვანელის ერთჯერადი უშუალო განკარგულება სამსახურებრივ საკითხებზე, რომელთა შესრულების მოვალეობა არ უკავშირდება სამსახურის ადგილს, გარდა ამ კანონის
55-ე
და
56-ე მუხლების
პირველი პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. დაწესებულების ხელმძღვანელის განკარგულების შესახებ მოსამსახურემ უნდა აცნობოს თავის პირად უფროსს.

2. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განკარგულების შესრულებამ შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული წინააღმდეგობა მოსამსახურის მიერ თავის სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებაში, იგი ვალდებულია ეს მოახსენოს განკარგულების გამცემს და განკარგულების განმეორების შემთხვევაში აღასრულოს იგი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/52.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/54.md
