---
title: "მუხლი 54. იმ დავალების შესრულება, რომელიც არ შედის სამსახურებრივ მოვალეობათა რიცხვში — საჯარო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/54"
law: "საჯარო სამსახურის შესახებ"
article: "54"
identifier: "1022"
adopted: "1997-10-31"
consolidated_as_of: "2017-07-21"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2017-07-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 54. იმ დავალების შესრულება, რომელიც არ შედის სამსახურებრივ მოვალეობათა რიცხვში — საჯარო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2017-07-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2017-07-01.
> Cite as: საჯარო სამსახურის შესახებ, მუხლი 54 (consolidated as of 2017-07-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/54

1. მოსამსახურემ უნდა შეასრულოს დაწესებულების ხელმძღვანელის დავალება, რომელიც არ შედის სამსახურებრივ მოვალეობათა რიცხვში, თუ ამის გაკეთება აუცილებელია ამ დაწესებულებაში სტიქიური უბედურებისა და უბედური შემთხვევის დროულად ასაცილებლად, ქონების დაღუპვისა და გაფუჭებისაგან გადასარჩენად, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ასეთი დავალების შესრულება წინააღმდეგ ნაჩვენებია მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობისათვის ან აშკარად აღემატება მის შესაძლებლობებს.

2. მოსამსახურეს, რომელიც დროებით თავისუფლდება სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისაგან ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, უნარჩუნდება ძველი თანამდებობრივი სარგო.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/53.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/55.md
