---
title: "მუხლი 55. განკარგულებები, რომელთა გაცემაც არ შეიძლება — საჯარო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/55"
law: "საჯარო სამსახურის შესახებ"
article: "55"
identifier: "1022"
adopted: "1997-10-31"
consolidated_as_of: "2017-07-21"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2017-07-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 55. განკარგულებები, რომელთა გაცემაც არ შეიძლება — საჯარო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2017-07-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2017-07-01.
> Cite as: საჯარო სამსახურის შესახებ, მუხლი 55 (consolidated as of 2017-07-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/55

1. აკრძალულია განკარგულების გაცემა, თუ იგი:
ა) ეწინააღმდეგება კანონმდებლობას;
ბ) სცილდება განკარგულების გამცემის უფლებამოსილების ფარგლებს;
გ) თხოულობს ისეთ ქმედებათა შესრულებას, რისი უფლებაც განკარგულების მიმღებს არ გააჩნია.

2. განკარგულების კანონიერებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ეჭვის თაობაზე მოსამსახურემ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს განკარგულების გამცემს და ზემდგომ უფროსს. განკარგულების წერილობითი ფორმით განმეორებისას იგი უნდა შესრულდეს, გარდა
ამ კანონის 56-ე მუხლის
პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/54.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/56.md
