---
title: "მუხლი 56. უარის საფუძველი იმ დავალების შესრულებაზე, რომელიც არ უკავშირდება სამსახურის ადგილს — საჯარო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/56"
law: "საჯარო სამსახურის შესახებ"
article: "56"
identifier: "1022"
adopted: "1997-10-31"
consolidated_as_of: "2017-07-21"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2017-07-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 56. უარის საფუძველი იმ დავალების შესრულებაზე, რომელიც არ უკავშირდება სამსახურის ადგილს — საჯარო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2017-07-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2017-07-01.
> Cite as: საჯარო სამსახურის შესახებ, მუხლი 56 (consolidated as of 2017-07-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/56

1. მოსამსახურეს შეუძლია უარი განაცხადოს ამ კანონის
53-ე
და
54-ე მუხლების
პირველი პუნქტებით და
55-ე მუხლის მეორე პუნქტით
გათვალისწინებულ დავალებათა შესრულებაზე, თუ მათი შესრულება:
ა) მიმართული იქნებოდა მისი მეუღლის, მშობლის, ძმის, დის, შვილის ან სხვა ახლობელ ადამიანთა წინააღმდეგ;
ბ) წინააღმდეგ ნაჩვენებია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისათვის;
გ) არ იძლევა ბავშვთა აღზრდისათვის დაწესებული შეღავათებით სარგებლობის საშუალებას;
დ) მოითხოვს უფრო მაღალ კვალიფიკაციასა და სხვა პროფესიულ მომზადებას, ვიდრე მას აქვს.

2. დავალების შესრულებაზე უარის შემთხვევაში მოსამსახურემ დავალების მიმცემს უნდა გააცნოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/55.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/57.md
