---
title: "მუხლი 66. გარიგებათა დადების შეზღუდვა — საჯარო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/66"
law: "საჯარო სამსახურის შესახებ"
article: "66"
identifier: "1022"
adopted: "1997-10-31"
consolidated_as_of: "2017-07-21"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2017-07-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 66. გარიგებათა დადების შეზღუდვა — საჯარო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2017-07-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2017-07-01.
> Cite as: საჯარო სამსახურის შესახებ, მუხლი 66 (consolidated as of 2017-07-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/66

1. მოსამსახურეს ეკრძალება:
ა) გარიგების დასადებად მისთვის მინდობილი დაწესებულების ქონების შეძენა;
ბ) ქონებრივი გარიგების დადება იმ დაწესებულებასთან, სადაც საქმიანობს, გარდა კანონმდებლობით დაშვებული გამონაკლისებისა;
გ) როგორც საჯარო მოსამსახურემ, დადოს გარიგება თავისი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტთან, პარტიასთან ან სხვა დაწესებულებასთან;
დ) როგორც საჯარო მოსამსახურემ, დადოს ქონებრივი გარიგება საკუთარ მეუღლესთან, საკუთარ ან მეუღლის ბებიასთან, ბაბუასთან, მშობელთან, ძმასთან, დასთან, შვილთან ან შვილიშვილთან.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით დადებული გარიგება ბათილია.

3. მოსამსახურე ვალდებულია მინდობის ხელშეკრულების საფუძველზე სამსახურის გავლის ვადით სხვას სამართავად გადასცეს მის საკუთრებაში არსებული სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის საწესდებო კაპიტალის წილი (აქციათა პაკეტი) კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით და პირობებში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/65.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/67.md
