---
title: "მუხლი 71. საკლასო ჩინის მინიჭება — საჯარო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/71"
law: "საჯარო სამსახურის შესახებ"
article: "71"
identifier: "1022"
adopted: "1997-10-31"
consolidated_as_of: "2017-07-21"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2017-07-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 71. საკლასო ჩინის მინიჭება — საჯარო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2017-07-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2017-07-01.
> Cite as: საჯარო სამსახურის შესახებ, მუხლი 71 (consolidated as of 2017-07-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/71

1. საკლასო ჩინის მინიჭება ან ჩამორთმევა ხდება მოხელის მიერ ატესტაციის გავლის შედეგების მიხედვით.

2. საკლასო ჩინს ანიჭებს:
ა) სახელმწიფო მრჩევლებს – საქართველოს პრემიერ-მინისტრი;
ბ) პირველი, მეორე, მესამე კლასის მრჩევლებს, საჯარო სამსახურის მრჩევლებს, საჯარო სამსახურის რეფერენტებს – შესაბამის თანამდებობაზე არჩევის (დანიშვნის) უფლების მქონე ორგანო (თანამდებობის პირი).

3. მოხელეს, რომელსაც მიენიჭა საკლასო ჩინი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიეცემა თანამდებობრივი სარგოს დანამატი. სხვა თანამდებობაზე (სხვა დაწესებულებაში) გადასვლისას მოხელეს უნარჩუნდება საკლასო ჩინისათვის გათვალისწინებული დანამატი. დანამატის გაანგარიშების საფუძველია მოხელის მიერ დაკავებული თანამდებობისათვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგო.

4. მოხელეს თანამდებობიდან გადადგომისას უნარჩუნდება საკლასო ჩინი მითითებით „გადამდგარი“.
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2470-სსმI, №56, 2812.2005წ., მუხ.411
საქართველოს 2008 წლის 23 ოქტომბრის კანონი №399-სსმI, №29, 04.11.2008წ., მუხ.174
​
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის
კანონი №1262
– ვებგვერდი, 08.10.2013წ.
თავი VI. დაწესებულების შინაგანაწესი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/70.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/72.md
