---
title: "მუხლი 73⁴. ქცევის ზოგადი წესები ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევაში — საჯარო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/73-4"
law: "საჯარო სამსახურის შესახებ"
article: "73^4"
identifier: "1022"
adopted: "1997-10-31"
consolidated_as_of: "2017-07-21"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2017-07-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 73⁴. ქცევის ზოგადი წესები ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევაში — საჯარო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2017-07-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2017-07-01.
> Cite as: საჯარო სამსახურის შესახებ, მუხლი 73⁴ (consolidated as of 2017-07-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/73-4

1. საჯარო მოსამსახურეს არა აქვს რაიმე სარგებლის შეთავაზების ან მიღების უფლება, რომელიც დაკავშირებულია საჯარო სამსახურში მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია:
ა) ყურადღება გაამახვილოს ნებისმიერ არსებულ თუ შესაძლო ინტერესთა შეუთავსებლობაზე;
ბ) მიიღოს ზომები ნებისმიერი ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევის დაუშვებლობისათვის;
გ) განაცხადოს ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნამდე (არჩევამდე) ან დანიშვნის (არჩევის) შემდეგ, როგორც კი ეს ფაქტი მისთვის ცნობილი გახდება.

3. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია დანიშვნიდან (არჩევიდან) ერთი თვის ვადაში, ხოლო შემდგომ – ყოველი მომდევნო კალენდარული წლის 1 თებერვლამდე საჯაროდ განაცხადოს მასთან დაკავშირებული პირის შესახებ, რომელიც მუშაობს იმავე დაწესებულებაში, სადაც დასაქმებულია საჯარო მოსამსახურე. საჯარო მოსამსახურის წერილობითი განცხადება აღნიშნულის შესახებ მასთან დაკავშირებული პირის საიდენტიფიკაციო და მათი კავშირის აღმნიშვნელი ინფორმაციის მითითებით წარედგინება და აღირიცხება დაწესებულების კადრების სამსახურში.

4. ამ თავის მიზნებისათვის საჯარო მოსამსახურესთან „დაკავშირებულ პირში“ იგულისხმება
„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული „ოჯახის წევრი“ და „ახლო ნათესავი“, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელთანაც საჯარო მოსამსახურეს აქვს ერთიანი საოჯახო (შინა) მეურნეობა, ანუ ისეთი განსაკუთრებული ურთიერთობა, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.
საქართველოს 2009 წლის 12 ივნისის კანონი №1183-სსმI, №12, 29.06.2009წ., მუხ.54

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/73-3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/73-5.md
