---
title: "მუხლი 73⁵. ქცევის ზოგადი წესები კორუფციული სამართალდარღვევის თავიდან ასაცილებლად — საჯარო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/73-5"
law: "საჯარო სამსახურის შესახებ"
article: "73^5"
identifier: "1022"
adopted: "1997-10-31"
consolidated_as_of: "2017-07-21"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2017-07-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 73⁵. ქცევის ზოგადი წესები კორუფციული სამართალდარღვევის თავიდან ასაცილებლად — საჯარო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2017-07-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2017-07-01.
> Cite as: საჯარო სამსახურის შესახებ, მუხლი 73⁵ (consolidated as of 2017-07-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/73-5

1. საჯარო მოსამსახურეს ეკრძალება ნებისმიერი საჩუქრის ან მომსახურების მიღება, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე.

2. თუ გაურკვეველია, საჯარო მოსამსახურეს აქვს თუ არა შემოთავაზებული საჩუქრის ან ნებისმიერი სარგებლის მიღების უფლება ანდა მომსახურებით სარგებლობის უფლება, იგი ვალდებულია განაცხადოს ამის თაობაზე.

3. თუ საჯარო მოსამსახურეს სთავაზობენ არაჯეროვან სარგებელს, იგი ვალდებულია:
ა) უარი თქვას არაჯეროვან სარგებელზე;
ბ) შეეცადოს, მოახდინოს ასეთი წინადადების შემომთავაზებელი პირის იდენტიფიცირება;
გ) შეზღუდოს ამ პირთან კონტაქტი და შეეცადოს, დაადგინოს ასეთი წინადადების შემოთავაზების საფუძველი;
დ) თუ შეუძლებელია საჩუქარზე უარის თქმა ან მისი დაბრუნება, საჩუქარი 3 სამუშაო დღის ვადაში გადასცეს შესაბამის სახელმწიფო სამსახურს – საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს;
ე) გამოიყენოს მოწმეთა ჩვენებები (მათი არსებობის შემთხვევაში);
ვ) შემოთავაზების მცდელობის შესახებ 3 სამუშაო დღის ვადაში, წერილობითი ფორმით შეატყობინოს თავის უშუალო ხელმძღვანელს.

4. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია:
ა) სხვა საჯარო მოსამსახურის მიერ ნებისმიერი უკანონო ან დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შესახებ მტკიცებულების ან საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში შეტყობინების გზით ამხილოს იგი ზემდგომ თანამდებობის პირთან;
ბ) თუ არ ჰყავს ზემდგომი თანამდებობის პირი, მიმართოს სამართალდამცავ ორგანოს.

5. ზემდგომი თანამდებობის პირი ვალდებულია:
ა) ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში მიიღოს შესაბამისი ზომები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში აცნობოს სამართალდამცავ ორგანოს;
ბ) არ გაამჟღავნოს მამხილებლის და მასთან დაკავშირებული პირის ვინაობა (საიდენტიფიკაციო მონაცემები);
გ) არ დაუშვას მამხილებლის და მასთან დაკავშირებული პირის რეპუტაციის შელახვა;
დ) დაიცვას მამხილებელი, რათა არ გაუარესდეს მისი სამსახურებრივი მდგომარეობა ან არ შეიზღუდოს მისი სამსახურებრივი უფლებამოსილება.
საქართველოს 2009 წლის 12 ივნისის კანონი №1183-სსმI, №12, 29.06.2009წ., მუხ.54
თავი VII. მოხელის წახალისება, სამსახურებრივი დაწინაურება და დისციპლინური პასუხისმგებლობა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/73-4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/74.md
