---
title: "მუხლი 73. შინაგანაწესის დადგენა და მოსამსახურისათვის გაცნობა — საჯარო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/73"
law: "საჯარო სამსახურის შესახებ"
article: "73"
identifier: "1022"
adopted: "1997-10-31"
consolidated_as_of: "2017-07-21"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2017-07-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 73. შინაგანაწესის დადგენა და მოსამსახურისათვის გაცნობა — საჯარო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2017-07-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2017-07-01.
> Cite as: საჯარო სამსახურის შესახებ, მუხლი 73 (consolidated as of 2017-07-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/73

1. დაწესებულების ხელმძღვანელი დამტკიცებამდე 2 კვირით ადრე შინაგანაწესის პროექტს წარუდგენს მოსამსახურეებს გაცნობისა და მასში შენიშვნებისა და წინადადებების შეტანის მიზნით. ეს წინადადებები და შენიშვნები დაწესებულების ხელმძღვანელისათვის სავალდებულო არ არის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი გამომდინარეობენ კანონიდან.

2. დაწესებულების შინაგანაწესს ამტკიცებს ხელმძღვანელი; ასლი ეგზავნება შრომის ინსპექციას დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით და მოსამსახურეთა წარმომადგენლობით ორგანიზაციას.

3. დაწესებულების შინაგანაწესი ძალაში შედის დამტკიცების მომდევნო სამუშაო დღეს, თუ საკუთრივ შინაგანაწესით არ არის დადგენილი ძალაში შესვლის უფრო გვიანი თარიღი.

4. დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია სამსახურში მიღებისას მოსამსახურეს გააცნოს შინაგანაწესი (ხელწერილის დადებით), აგრეთვე უზრუნველყოს ნებისმიერ დროს მისი გაცნობის შესაძლებლობა.
თავი
VI
1
. ქცევის
ზოგადი
წესები
საჯარო
მოსამსახურეთათვის
საქართველოს 2009 წლის 12 ივნისის კანონი №1183-სსმI, №12, 29.06.2009წ., მუხ.54

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/72.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/73-1.md
