---
title: "მუხლი 98. სამსახურიდან განთავისუფლება დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო — საჯარო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/98"
law: "საჯარო სამსახურის შესახებ"
article: "98"
identifier: "1022"
adopted: "1997-10-31"
consolidated_as_of: "2017-07-21"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2017-07-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 98. სამსახურიდან განთავისუფლება დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო — საჯარო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2017-07-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2017-07-01.
> Cite as: საჯარო სამსახურის შესახებ, მუხლი 98 (consolidated as of 2017-07-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/98

1. მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო:
ა) გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგების საფუძველზე;
ბ) ატესტაციის შედეგების საფუძველზე;
გ) იმ დოკუმენტის არქონისას, რომელიც აუცილებელია მოცემული თანამდებობის დასაკავებლად;
დ) სახელმწიფო ენის არადამაკმაყოფილებელი ცოდნის და ნორმალური ურთიერთობის შეუძლებლობის გამო;
ე) თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა საშუალებას სათანადოდ შეასრულოს სამსახურებრივი მოვალეობანი;
ვ) არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევების გამო;
ზ
)
საქართველოში
სპეციალურ
კონტროლს
დაქვემდებარებულ
ნივთიერებათა
მოხმარების
ფაქტზე
პერიოდული
,
შემთხვევითი
შერჩევის
პრინციპით
შემოწმების
შედეგად
საქართველოში
სპეციალურ
კონტროლს
დაქვემდებარებულ
ნივთიერებათა
I
და
II
სიაში
შეტანილ
ნივთიერებათა
მოხმარების
დადასტურებისას
,
გარდა
მოხელის
მიერ
ამ
ნივთიერებათა
სამკურნალო
მიზნით
მოხმარების
შემთხვევისა
.

2. (ამოღებულია).
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №200, სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.86
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2470-სსმI, №56, 28.12.2005წ., მუხ.411
საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6247 – ვებგვერდი, 08.06.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/97.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28312-sajaro-samsakhuris-shesakheb/99.md
