---
title: "მუხლი 31 — მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28324-mokalaketa-politikuri-gaertianebebis-shesakheb/31"
law: "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ"
article: "31"
identifier: "1028"
adopted: "1997-10-31"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 31 — მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ, მუხლი 31 (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28324-mokalaketa-politikuri-gaertianebebis-shesakheb/31

1. ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული საბიუჯეტო დაფინანსების გაცემა იწყება იმავე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული დღიდან.

2. საბიუჯეტო დაფინანსების სახით მისაღები თანხა პარტიის ანგარიშზე ჩაირიცხება ყოველთვიურად, პარტიის საბიუჯეტო დაფინანსების 1/12-ის ოდენობით.

3. თუ პარტიას საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლება წარმოეშობა წლის განმავლობაში, მაგრამ წლის ბოლომდე დარჩენილია სულ მცირე 6 კალენდარული თვე, პარტია ამ წლის საბიუჯეტო დაფინანსებას სრულად მიიღებს და თანხა განაწილდება პროპორციულად, დარჩენილი თვეების მიხედვით, ხოლო თუ წლის ბოლომდე დარჩენილია 6 კალენდარულ თვეზე ნაკლები, პარტია დაფინანსებას მიიღებს მხოლოდ დარჩენილი თვეების ოდენობით, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი საბიუჯეტო დაფინანსების გაცემის წესის შესაბამისად.

4. თუ პარტია უარს იტყვის ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებულ ფულად სახსრებზე, ისინი ჩაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.

5. (ამოღებულია).

6. (ამოღებულია - 02.07.2020, №6724) . საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის ორგანული კანონი №2260 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.362 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №230 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.119 საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №963 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.296 საქართველოს 2014 წლის 7 მარტის ორგანული კანონი №2095 - ვებგვერდი, 14.03.2014წ. საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის ორგანული კანონი №6724 – ვებგვერდი, 03.07.2020წ. საქართველოს 2025 წლის 4 მარტის ორგანული კანონი №333 – ვებგვერდი, 06.03.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28324-mokalaketa-politikuri-gaertianebebis-shesakheb/30-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28324-mokalaketa-politikuri-gaertianebebis-shesakheb/32.md
