---
title: "მუხლი 33 — მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28324-mokalaketa-politikuri-gaertianebebis-shesakheb/33"
law: "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ"
article: "33"
identifier: "1028"
adopted: "1997-10-31"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 33 — მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ, მუხლი 33 (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28324-mokalaketa-politikuri-gaertianebebis-shesakheb/33

1. პარტია, გარდა ამ კანონის 32-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული პარტიისა, ვალდებულია ყოველწლიურად განახორციელოს თავისი საქმიანობის ფინანსური აუდიტი.

2. პარტია უფლებამოსილია თავისი საქმიანობის ფინანსური აუდიტის განსახორციელებლად მიმართოს ნებისმიერ დამოუკიდებელ აუდიტორს, რომელიც აკმაყოფილებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დადგენილ სტანდარტებს.

3. პარტიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა წარედგინება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის ორგანული კანონი №4918 - სსმ I, №22, 19.06.2007წ., მუხ.186 საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №5661 - ვებგვერდი, 29.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №6551 - ვებგვერდი, 29.06.2012წ. საქართველოს 2013 წლის 29 ივლისის ორგანული კანონი №900 - ვებგვერდი, 20.08.2013წ. საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის ორგანული კანონი №2279 – ვებგვერდი, 15.12.2022წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის ორგანული კანონი №1315 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28324-mokalaketa-politikuri-gaertianebebis-shesakheb/32-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28324-mokalaketa-politikuri-gaertianebebis-shesakheb/33-1.md
