---
title: "მუხლი 39³ — მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28324-mokalaketa-politikuri-gaertianebebis-shesakheb/39-3"
law: "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ"
article: "39^3"
identifier: "1028"
adopted: "1997-10-31"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 39³ — მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ, მუხლი 39³ (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28324-mokalaketa-politikuri-gaertianebebis-shesakheb/39-3

1. პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა 2023 წლის 2 სექტემბრამდე არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.05%-ს. აღნიშნულ ოდენობაში შედის პარტიის მიერ და მის სასარგებლოდ სხვა პირის მიერ გაწეული ხარჯები, რომლებიც 2023 წლის 1 სექტემბრამდე დაადგინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა და რომელთა შესახებაც ეცნობება შესაბამის პარტიას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას შესაბამისი ზღვრის გადაჭარბებით გაწეული ხარჯის ორმაგი ოდენობით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნის განმეორებით დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილი პირი. აღნიშნული ოქმი დაუყოვნებლივ ეგზავნება განსახილველად რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს. ამასთანავე, ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენასთან დაკავშირებულ სამართალწარმოებაზე ვრცელდება ამ კანონის 34 2 მუხლის შესაბამისი ნორმები, აგრეთვე სხვა სათანადო საკანონმდებლო ნორმები.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა პირს შეიძლება დაეკისროს შესაბამისი ქმედების ჩადენიდან 6 წლის განმავლობაში. საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის ორგანული კანონი №2476 – ვებგვერდი, 29.12.2022წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის ორგანული კანონი №1315 – ვებგვერდი, 23.12.2025წ. თავი VI დასკვნითი დებულებანი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28324-mokalaketa-politikuri-gaertianebebis-shesakheb/39-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28324-mokalaketa-politikuri-gaertianebebis-shesakheb/40.md
