---
title: "მუხლი 5 — მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28324-mokalaketa-politikuri-gaertianebebis-shesakheb/5"
law: "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ"
article: "5"
identifier: "1028"
adopted: "1997-10-31"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5 — მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28324-mokalaketa-politikuri-gaertianebebis-shesakheb/5

1. პარტიის შექმნისა და მის საქმიანობაში მონაწილეობის უფლება საქართველოს ყოველი მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა.

2. დაუშვებელია ისეთი პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28324-mokalaketa-politikuri-gaertianebebis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28324-mokalaketa-politikuri-gaertianebebis-shesakheb/5-1.md
