---
title: "მუხლი 13². აუდიტორთან/აუდიტორულ (აუდიტურ) ფირმასთან დადებული ხელშეკრულებიდან გასვლა — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28408-mewarmeta-shesakheb/13-2"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "13^2"
identifier: "577"
adopted: "1994-10-28"
consolidated_as_of: "2021-08-02"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2022-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13². აუდიტორთან/აუდიტორულ (აუდიტურ) ფირმასთან დადებული ხელშეკრულებიდან გასვლა — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2021-08-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2022-01-01.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 13² (consolidated as of 2021-08-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28408-mewarmeta-shesakheb/13-2

1. საწარმო უფლებამოსილია გავიდეს აუდიტორთან/აუდიტორულ (აუდიტურ) ფირმასთან დადებული ხელშეკრულებიდან მხოლოდ სათანადო საფუძვლის არსებობისას. ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის განხორციელების პროცედურების შესახებ აზრთა სხვადასხვაობა არ შეიძლება გახდეს აღნიშნული ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველი.

2. საწარმო, აუდიტორი/აუდიტორული (აუდიტური) ფირმა ვალდებულია ხელშეკრულებიდან გასვლა შესაბამისი დასაბუთებით შეატყობინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს.

3. სდპ-ის ხმების ან წილების/აქციების 5 პროცენტის მფლობელი პარტნიორი/აქციონერი ან მათი ჯგუფი უფლებამოსილია სათანადო საფუძვლის არსებობისას აუდიტორთან/აუდიტორულ (აუდიტურ) ფირმასთან დადებული ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნით სასამართლოს მიმართოს.
საქართველოს 2016 წლის 8 ივნისის კანონი № 5388 - ვებგვერდი, 24.06.2016წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28408-mewarmeta-shesakheb/13-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28408-mewarmeta-shesakheb/14.md
