---
title: "მუხლი 14¹. იურიდიული პირის ლიკვიდაცია სასამართლო განაჩენის საფუძველზე — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28408-mewarmeta-shesakheb/14-1"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "14^1"
identifier: "577"
adopted: "1994-10-28"
consolidated_as_of: "2021-08-02"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2022-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14¹. იურიდიული პირის ლიკვიდაცია სასამართლო განაჩენის საფუძველზე — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2021-08-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2022-01-01.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 14¹ (consolidated as of 2021-08-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28408-mewarmeta-shesakheb/14-1

1. იურიდიული პირის ლიკვიდაციის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე იურიდიული პირის ლიკვიდაციას ახორციელებს სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირი. იურიდიული პირის ლიკვიდაციისას გამოიყენება „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმები.

2. სისხლის სამართლის საქმის წარმოების დაწყების მომენტიდან სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტამდე დაუშვებელია იურიდიული პირის მიმართ სალიკვიდაციო და რეორგანიზაციასთან დაკავშირებული პროცედურების წარმოება.
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3535 - სსმ I, №37, 07.08.2006წ., მუხ.276
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5913 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.33
საქართველოს 2020 წლის 18 სექტემბრის კანონი №7170  – ვებგვერდი, 25.09.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28408-mewarmeta-shesakheb/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28408-mewarmeta-shesakheb/14-2.md
