---
title: "მუხლი 14³. ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის გაუქმება — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28408-mewarmeta-shesakheb/14-3"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "14^3"
identifier: "577"
adopted: "1994-10-28"
consolidated_as_of: "2021-08-02"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2022-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14³. ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის გაუქმება — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2021-08-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2022-01-01.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 14³ (consolidated as of 2021-08-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28408-mewarmeta-shesakheb/14-3

1. ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირის გარდაცვალება, სასამართლოს მიერ მისი შეზღუდულქმედუნარიანად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება ან მისთვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1293-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე მხარდაჭერის დანიშვნა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში რეგისტრაცია უქმდება მხოლოდ ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირის გარდაცვალების, სასამართლოს მიერ მისი შეზღუდულქმედუნარიანად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან გარდაცვლილად გამოცხადების ან მისთვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1293-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე მხარდაჭერის დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ნებისმიერი პირის/ორგანოს მოთხოვნით ან მარეგისტრირებელი ორგანოს ინიციატივით.
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4946 – ვებგვერდი, 13.07.2011წ.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3395 - ვებგვერდი,  31.03.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28408-mewarmeta-shesakheb/14-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28408-mewarmeta-shesakheb/14-4.md
