---
title: "მუხლი 25. მოგება, ზარალი და მათი განაწილება — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28408-mewarmeta-shesakheb/25"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "25"
identifier: "577"
adopted: "1994-10-28"
consolidated_as_of: "2021-08-02"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2022-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 25. მოგება, ზარალი და მათი განაწილება — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2021-08-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2022-01-01.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 25 (consolidated as of 2021-08-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28408-mewarmeta-shesakheb/25

1. თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ყოველი სამეურნეო წლის ბოლოს ბალანსის საფუძველზე დგინდება წლიური მოგება ან ზარალი და გამოითვლება მასში ყოველი პარტნიორის წილი.

2. თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ერთ-ერთი პარტნიორის წილის მოგება მიემატება მისსავე შენატანს, თუ ის არ იყო სრულად შეტანილი; პარტნიორის ზიარი ზარალი და სამეურნეო წლის განმავლობაში შენატანიდან გახარჯული ფული ჩამოიწერება მოგებიდან.
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5913 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.33

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28408-mewarmeta-shesakheb/24.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28408-mewarmeta-shesakheb/26.md
