---
title: "მუხლი 38. მოგება, ზარალი და მათი განაწილება — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28408-mewarmeta-shesakheb/38"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "38"
identifier: "577"
adopted: "1994-10-28"
consolidated_as_of: "2021-08-02"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2022-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 38. მოგება, ზარალი და მათი განაწილება — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2021-08-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2022-01-01.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 38 (consolidated as of 2021-08-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28408-mewarmeta-shesakheb/38

1. ყოველი სამეურნეო წლის ბოლოს ბალანსის საფუძველზე დგინდება წლიური მოგება ან ზარალი და გამოითვლება მასში ყოველი პარტნიორის წილი.

2. მოგებისა და ზარალის გაანგარიშების, პერიოდულობის და განაწილების წესი განისაზღვრება საზოგადოების წესდებით.

3. შეზღუდული პარტნიორი (კომანდიტი) ზარალის ანაზღაურებაში მონაწილეობს მხოლოდ თავისი შენატანით, ხოლო თუ პასუხისმგებლობა დადგება შესატანის სრულად შეტანამდე, – ჯერ კიდევ შეუტანელი შესატანითაც.
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5913 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.33

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28408-mewarmeta-shesakheb/37.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28408-mewarmeta-shesakheb/39.md
