---
title: "მუხლი 40. შეზღუდული პარტნიორის (კომანდიტის) მიერ მოგების გამოყენება — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28408-mewarmeta-shesakheb/40"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "40"
identifier: "577"
adopted: "1994-10-28"
consolidated_as_of: "2021-08-02"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2022-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 40. შეზღუდული პარტნიორის (კომანდიტის) მიერ მოგების გამოყენება — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2021-08-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2022-01-01.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 40 (consolidated as of 2021-08-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28408-mewarmeta-shesakheb/40

1. თუ წესდებით ან ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შეზღუდულ პარტნიორს (კომანდიტს) აქვს მხოლოდ კუთვნილი მოგების მიღების მოთხოვნის უფლება. მას არ შეუძლია ამ მოგების მოთხოვნა, ვიდრე მისი შენატანი დათქმულ თანხაზე ნაკლებია.

2. შეზღუდული პარტნიორი (კომანდიტი) ვალდებული არ არის, დააბრუნოს მიღებული მოგება შემდგომი ზარალის გამო.
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5913 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.33

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28408-mewarmeta-shesakheb/39.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28408-mewarmeta-shesakheb/41.md
