---
title: "მუხლი 43. შეზღუდული პარტნიორის (კომანდიტის) წილის გასხვისება ან მემკვიდრეობით გადაცემა — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28408-mewarmeta-shesakheb/43"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "43"
identifier: "577"
adopted: "1994-10-28"
consolidated_as_of: "2021-08-02"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2022-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 43. შეზღუდული პარტნიორის (კომანდიტის) წილის გასხვისება ან მემკვიდრეობით გადაცემა — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2021-08-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2022-01-01.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 43 (consolidated as of 2021-08-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28408-mewarmeta-shesakheb/43

1. შეზღუდული პარტნიორის (კომანდიტის) წილი შეიძლება გასხვისდეს ან მემკვიდრეობით გადაეცეს სხვა პარტნიორების თანხმობის გარეშე, თუ წესდება სხვა რამეს არ ითვალისწინებს.

2. წილის დათმობისას საჭიროა სანოტარო წესით დამოწმებული წერილობითი ხელშეკრულება. ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმება სავალდებულო არ არის, თუ ხელშეკრულების საფუძველზე შემძენს გადაეცემა „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული საინვესტიციო კომპანიის (კომანდიტური საზოგადოების) წილი.
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5913 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.33
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6807  – ვებგვერდი, 22.07.2020წ.
თავი მესამე
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28408-mewarmeta-shesakheb/42.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28408-mewarmeta-shesakheb/44.md
