---
title: "მუხლი 44. ცნება — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28408-mewarmeta-shesakheb/44"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "44"
identifier: "577"
adopted: "1994-10-28"
consolidated_as_of: "2021-08-02"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2022-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 44. ცნება — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2021-08-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2022-01-01.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 44 (consolidated as of 2021-08-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28408-mewarmeta-shesakheb/44

1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით.

2. საწარმოს პარტნიორთა შეთანხმება პასუხისმგებლობის შემცირებაზე ბათილია მესამე პირებისათვის.

3. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალი დაყოფილია წილებად. წილი არის მიმოქცევადი უფლება.
საქართველოს 1996 წლის 13 დეკემბრის კანონი №535 – პარლამენტის უწყებანი, №1-2, 22.01.1997 წ., გვ.9
საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2073 – სსმ I, №24(31), 26.06.1999 წ., მუხ.110
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5913 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.33
საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1199 - ვებგვერდი, 13.07.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28408-mewarmeta-shesakheb/43.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28408-mewarmeta-shesakheb/45.md
