---
title: "მუხლი 5⁸. ერთი პირის სამეწარმეო საზოგადოება — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28408-mewarmeta-shesakheb/5-8"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "5^8"
identifier: "577"
adopted: "1994-10-28"
consolidated_as_of: "2021-08-02"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2022-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5⁸. ერთი პირის სამეწარმეო საზოგადოება — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2021-08-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2022-01-01.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 5⁸ (consolidated as of 2021-08-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28408-mewarmeta-shesakheb/5-8

1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ან სააქციო საზოგადოება შეიძლება დააფუძნოს ერთმა პირმა.

2. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან სააქციო საზოგადოების რეგისტრაციის შემდეგ ყველა წილის/აქციის ერთი პარტნიორის საკუთრებაში გადასვლის შემთხვევაში ეს საზოგადოება ხდება ერთი პირის სამეწარმეო საზოგადოება. ამის შესახებ ინფორმაცია და პარტნიორის საიდენტიფიკაციო მონაცემები შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში უნდა აისახოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში, ხოლო სააქციო საზოგადოების შემთხვევაში – აქციათა რეესტრში და საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

3. თუ სამეწარმეო საზოგადოებას ერთადერთი პარტნიორი ჰყავს, საერთო კრების უფლებამოსილებას ის ახორციელებს. ამგვარი უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება წერილობით ფორმდება.

4. სამეწარმეო საზოგადოებასა და მის ერთადერთ პარტნიორს შორის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხელშეკრულება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებში იდება.
საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1199 - ვებგვერდი, 13.07.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28408-mewarmeta-shesakheb/5-7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28408-mewarmeta-shesakheb/6.md
