---
title: "მუხლი 53⁵. შვილობილი საწარმოს მიერ საზოგადოების აქციათა შესყიდვა — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28408-mewarmeta-shesakheb/53-5"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "53^5"
identifier: "577"
adopted: "1994-10-28"
consolidated_as_of: "2021-08-02"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2022-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 53⁵. შვილობილი საწარმოს მიერ საზოგადოების აქციათა შესყიდვა — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2021-08-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2022-01-01.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 53⁵ (consolidated as of 2021-08-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28408-mewarmeta-shesakheb/53-5

1. თუ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ანგარიშვალდებული საწარმო, რომლის ფასიანი ქაღალდები დაშვებულია სავაჭროდ საფონდო ბირჟაზე, ფლობს სხვა საწარმოს აქციების 50%-ს ან 50%-ზე მეტს, ასეთ შვილობილ საწარმოს არ აქვს აღნიშნული ანგარიშვალდებული საწარმოს აქციების შესყიდვის უფლება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 42-ე პუნქტით განსაზღვრულ ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალზე.
საქართველოს 2016 წლის 19 თებერვლის კანონი № 4791 - ვებგვერდი, 07.03.2016წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28408-mewarmeta-shesakheb/53-4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28408-mewarmeta-shesakheb/54.md
