---
title: "მუხლი 70. სახაზინო საწარმოების რეორგანიზაცია — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28408-mewarmeta-shesakheb/70"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "70"
identifier: "577"
adopted: "1994-10-28"
consolidated_as_of: "2021-08-02"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2022-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 70. სახაზინო საწარმოების რეორგანიზაცია — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2021-08-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2022-01-01.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 70 (consolidated as of 2021-08-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28408-mewarmeta-shesakheb/70

1. სახელმწიფო ან ადგილობრივმა თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებმა 1999 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან ან მის ტერიტორიულ ორგანოებთან ერთად უზრუნველყონ მათ მიერ შექმნილი სახაზინო საწარმოების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად ან სააქციო საზოგადოებად გარდაქმნა (სახელმწიფოს ასპროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. რეორგანიზების შედეგად შექმნილი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ან სააქციო საზოგადოება წარმოადგენს სახაზინო საწარმოს უფლებამონაცვლეს.

3. არსებულმა სახაზინო საწარმოებმა რეორგანიზების პერიოდში ახალი ვალდებულებები შეიძლება იკისრონ მხოლოდ დამფუძნებელ სახელმწიფო ორგანოსთან შეთანხმებით. იგივე წესი გამოიყენება უძრავი ნივთების შეძენის, გასხვისების ან დატვირთვის შემთხვევაში.
საქართველოს 1999 წლის 19 თებერვლის კანონი №1805 – სსმ I, №6(13), 04.03.1999 წ., მუხ.23
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2042 – სსმ I, №20(27), 09.06.1999 წ., მუხ.100

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28408-mewarmeta-shesakheb/69-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28408-mewarmeta-shesakheb/71.md
