---
title: "მუხლი 14³. საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება — საავტომობილო გზების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28420-saavtomobilo-gzebis-shesakheb/14-3"
law: "საავტომობილო გზების შესახებ"
article: "14^3"
identifier: "matsne 28420"
adopted: "1994-11-11"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14³. საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება — საავტომობილო გზების შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საავტომობილო გზების შესახებ, მუხლი 14³ (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28420-saavtomobilo-gzebis-shesakheb/14-3

საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება ამ კანონის 14 1 მუხლის  მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირი, რომელიც სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე საზღვაო ნავსადგურში არსებული საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე განთავსებული ტვირთის გადაადგილებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილი მარშრუტით, საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიიდან უახლოესი 10 კმ-ის რადიუსში მდებარე საბაჟო კონტროლის ზონაში ან პირიქით. საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3161-სსმI, №35, 12.07.2010წ., მუხ.207 საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806-სსმI, № 66 , 03.

12.2010წ., მუხ.414 საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5962 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28420-saavtomobilo-gzebis-shesakheb/14-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28420-saavtomobilo-gzebis-shesakheb/14-4.md
